უახლესი ამბები

დიმიტრი გულიას დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

06 03 2015 | ავტორი: admin
დიმიტრი გულიას დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
კულტურა
0

დღეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, აფხაზეთის სახალხო პოეტის, დიმიტრი გულიას დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. საიუბილეო საღამოზე , დიმიტრი გულიას ცხოვრებასა და მოღვაწეობა გაიხსენეს, ისაუბრებრეს, ქართულ – აფხაზურ ურთიერთობებში პოეტის შემოქმედების როლსა და მნიშვნელობაზე,გულია 140 (2) ნაჩვენები იქნა დიმიტრი გულიასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი.. კონფერენცია გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, საზოგადოებას მიესალმნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა, ცხუმ -აფზაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორმა ო. ჭურღულიას სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ტიტე მოსიამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პროფესორმა, ვაჟა შენგელიამ, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ სვეტლანა ქეცბამ, პროფესორმა რუსუდან ჯანაშიამ.

კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ქართული პროფესორ-აკადემიკოსები და პოეტები.გულია 140 (1)

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი.