„თუ ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მოლაპარაკებების მაგიდას დავტოვებთ“, – ეს ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაა, რომელიც მან ტელეკომპანია „CBS News-თან“ ექსკლუზიური ინტერვიუს დროს გააკეთა.
„თუ ჩვენ მოვახერხებთ შემოწმებას და დავრწმუნდებით, რომ ირანი არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას, ჩვენ გვექნება დრო იმისათვის, რომ შესაბამისად ვიმოქმედოთ. თუ შეთანხმებაში არ იქნება ეს პუნქტი, ჩვენ მას ხელს არ მოვაწერთ“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
შეგახსენებთ, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურ თეირანს ატომური ბომბის შექმნა ეკრძალება, ხელი 24 მარტამდე უნდა მოეწეროს.