უახლესი ამბები

პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა

13 05 2014 | ავტორი: admin
პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა
საქართველო და გარესამყარო
0

პრეზიდენტის სასახლეში ფრანსუა ოლანდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 

საფრანგეთის პრესიდენტს გიორგი მარგველაშვილთან ერთად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დახვდნენ.

ცერემონიას აგრეთვე იმ სამხედროების ნაწილიც ესწრებოდა, რომელიც ცოტა ხანში ცენტრალური აფრიკის რესპუბკილის სამშვიდობო მისიაში პირველი კონტიგენტის სახით გაიგზავნება.
ამ წუთებში ფრანსუა ოლანდი და გიორგი მარგველაშვილი პირისპირ შეხვედრას მართავენ. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.