უახლესი ამბები

მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე და საუდის არაბეთის მუქარა

16 03 2015 | ავტორი: admin
მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე და საუდის არაბეთის მუქარა
გარესამყარო
0

შვეიცარიაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ქალაქ ლოზანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებები, შესაძლოა, 19 მარტამდე გაგრძელდეს. 

დღეს ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდება. დღის წესრიგის მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შვეიცარიაში ჯონ კერისთან მოლაპარაკებებს დღის მეორე ნახევარში გააგრძელებს. 

24 მარტს მხარეებმა ირანის ბირთვული პროგრამის დარეგულირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას უნდა მოაწერონ ხელი.

პარალელურად, საუდის არაბეთი არაბირთვული სტატუსის გაუქმებით იმუქრება. სამეფო ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ირანთან შეთანხმება რეგიონის სხვა სახელმწიფოებს ბირთვული საწვავის შექმნისაკენ უბიძგებს.