უახლესი ამბები

ფრანსუა ოლანდი: „2008 წლის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლომდე არ სრულდება“

13 05 2014 | ავტორი: admin
ფრანსუა ოლანდი: „2008 წლის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლომდე არ სრულდება“
პოლიტიკა
0

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულება ბოლომდე არ სრულდება. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა კვლავ არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. 


„მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. უკვე რამდენიმე თვის წინ შესაძლებლობა მომეცა პირადად გავსაუბრებოდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა იყო ვილნიუსის სამიტზე, პრემიერ-მინისტრთან კი ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე. მე გავიმეორებ იმას, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვახსენე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც დღესდღეობით არ არის დაცული და აღდგენილი და სამწუხაროდ, ეს პრობლემა კვლავ არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. ბატონმა პრეზიდენტმა როგორც აღნიშნა, 2008 წლის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლომდე არ სრულდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 


მისივე თქმით, საქართველოში მისი ვიზიტი მიზანს ისახავს – საფრანგეთის მხარდაჭერას საქართველოსადმი, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი. ფრანსუა ოლანდმა აქვე დასძინა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას.