უახლესი ამბები

პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის შეხვდა

14 05 2014 | ავტორი: admin
პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის შეხვდა
პოლიტიკა
0

მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის პირისპირ შეხვდა შედგა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტამდე განსახორციელებელი გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ივნისის თვეში საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა, რომლის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ჰერმან ვან რომპუის საქართველოში ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას.