უახლესი ამბები

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს

14 05 2014 | ავტორი: admin
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს
საქართველო და გარესამყარო
0

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს, – ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 


„საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე. საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაზეც მოილაპარაკა ევროკავშირთან. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება ბრიუსელში, 27 ივნისს გაფორმდება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურები შეიკრიბებიან.