უახლესი ამბები

ისტორიული მოლაპარაკებები კუბაში

25 03 2015 | ავტორი: admin
ისტორიული მოლაპარაკებები კუბაში
გარესამყარო
0

ისტორიული მოლაპარაკებები კუბაში – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ჰავანაში ჩავიდა. უკვე გაიმართა შეხვედრა კუბის სახელმწიფოს მეთაურ, რაულ კასტროსთან.

მოგერინი ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შორის პირველი გახდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კუბაში ჩავიდა.

შეხვედრაზე მოლაპარაკებების მთავარი თემა ბრიუსელსა და ჰავანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება იყო. მოგერინის თქმით, წლის ბოლოს კუბასთან თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდება.

 22 აპრილს ბრიუსელში კუბის სახელმწიფო დელეგაციას ელოდებიან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს.