ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე უძველეს ქართულ ტაძრებს, რეაბილიტაციის მიზნით, ქართველი სპეციალისტები მოინახულებენ.
აღნიშნულ საკითხში თანამშრომლობისთვის მზადყოფნის გადაწყვეტილება აფხაზებმა ჟენევის მოლაპარაკებების 27-ე რაუნდზე, ქართული დელეგაციის თხოვნის შემდეგ მიიღეს.
ოფიციალური თბილისის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ძეგლების სია ჟენევის მომდევნო მოლაპარაკებებზე დაზუსტდება.
მომდევნო რაუნდზე ასევე ცნობილი გახდება, სარესტავრაციო სამუშაოების მიზნით შექმნილი სპეციალური კომიისის წევრების ვინაობაც.