უახლესი ამბები

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თურქ ხალხს უსამძიმრებს

14 05 2014 | ავტორი: admin
პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თურქ ხალხს უსამძიმრებს
საქართველო და გარესამყარო
0

„დიდი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა თურქეთს. ქალაქ სომას მაღაროში მომხდარ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები, ასობით ნანგრევებშია მოყოლილი.

საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, მთელ თურქ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ ამ დიდი განსაცდელის დროს. იმედი მაქვს, მოხერხდება ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად გამოყვანა და მათი გადარჩენა“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.