უახლესი ამბები

შვეიცარიაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა

27 03 2015 | ავტორი: admin
შვეიცარიაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა
გარესამყარო
0

შვეიცარიაში  ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დასრულდა. ქალაქ ლოზანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფის შეხვდა.

მსოფლიოს წამყვანი 6 სახელმწიფოს წარმომადგენლებს ირანთან ძირითად პოლიტიკურ სტრატეგიაზე შეთანხმება 31 მარტისთვის სურთ. მოლაპარაკების მხარეები აცხადებენ, რომ ნებისმიერ ჩარჩო-ხელშეკრულებაში სამომავლო ბირთვული შეთანხმების ყველა ძირითადი ასპექტი უნდა იყოს გაწერილი.

დასავლეთის ქვეყნები ფინანსურ-ეკონომიკური სანქციების შესამსუბუქებლად, ირანისგან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითხოვენ. თეირანი კი აცხადებს, რომ გამდიდრებული ურანი მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის ესაჭიროება.