დღეს შუადღისას ბიზნესმენ ბესო ხარძიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ცეხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მომხდარიდან მალე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მომხდარს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის გარდაცვლილის მეუღლე, რომელმაც დაინახა, როგორ შეჰყვა ხარძიანს სადარბაზოში მინი-მოპედის მძღოლი, რომელსაც შავი ჩაფხუტი ეხურა.
გარდაცვლიის ოჯახი შეკვეთილ მკვლელობაზე საუბრობს და მომხდარში ხარძიანის ყოფილ ბიზნეს პარტნიორს გიორგი უდესიანს ადანაშაულებს. ადამიანს რომელიც ოჯახის განცხადებით ხარძიანებისთვის კუსტბის ტერიტორიის უკანონო ჩამორთმევაში მონაწილეობდა. ბრალდების ადრესატი რომელიც 2012 წლიდან საქართველოში აღარ იმყოფება, მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.