უახლესი ამბები

თსუ-ის სოხუმის ფილიალის დაარსებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

15 05 2014 | ავტორი: admin
თსუ-ის სოხუმის ფილიალის დაარსებიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
მეცნიერება
0

„ისტორიულმა მეხსირებამ შემოგვინახა ჩვენი წარსულის ტრაგიკული ფურცლები, რომელიც ძალიან კარგად აღნუსხავს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების უპატიებელ შეცდომებს. მისია, რომელიც იტვირთა ჩვენმა უნივერსიტეტმა შესრულებულია, გამოცდა, რომელიც მან ჩააბარა, საამაყოცაა და გასაოცარიც. გაჭირვების, შიმშილის, უსახსრობის, დევნილობის, უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჩვენმა პედაგოგებმა და სტუდენტობამ სულის სიმრთელე, სიმტკიცე და არნახული ძალა გამოავლინეს. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების შეუდრეკელმა ბუნებამ, გამოცდილებამ, ტრადიციებმა, ცოდნამ და კვალიფიკაციამ თავისი გაიტანა და დღეს ჩვენი უნივერსიტეტი, თამამად შემიძლია განვაცხადო, საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. მათ მიერ აღზრდილი ახალგაზრდობა სოხუმის უნივერსიტეტის საუკეთესო ტრადიციებს, ცოდნას და გამოცდილებას ახლა მომავალ თაობებს უზიარებს.“

„ჩვენი კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ საზღვარგარეთის სხვადასხვა სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულებებში. მუშაობენ და საკუთარ ცოდნას იმდიდრებენ. სწორედ ეს არის ის ფუნდამენტი, ცოდნის, მეცნიერების, განათლების ის პოტენციალი, რომელმაც ზღვარი უნდა დაუდოს ქართულ -აფხაზურ გაუცხოებას, ჩვენი ისტორიული ურთიერთობების გადაგვარებას. თქვენს მიერ აღზრდილი ახალგაზრდობა შეიძლება იქცეს იმ ხიდის გაგრძელებად, რომელზეც აფხაზები და ქართველები ერთად გაივლიან. ივლიან განათლებისა და მეცნიერების გზაზე ერთიანი საქართველოს სიკეთისთვის. მისი საუკეთესო მომავლისთვის. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ქართველი და აფახზი ახალგაზრდობა უფრო მეტ საერთოს გამონახავს ერთობლივი ურთიერთობებისთვის, შერიგებისთვის, ერთმანეთის პატიებისთვის, ვიდრე დღეს ჩვენ ეს აქამდე შევძელით“ — ვახტანგ ყოლბაია.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გახსნითი პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაარსებიდან 25-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სოხუმის უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღევანდელი დღე 14 მაისი, მართალია საიუბილეო თარიღია მაგრამ სამწუხაროდ მას ძალიან დრამატული ფონიც ახლავს. მძიმე გასახსენებელია 25 წლის წინ მომხდარი მოვლენები, 18-19 ივნისის შეტაკებები, რომელსაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვა. მოგეხსენებათ, რომ სოხუმის უნივერსიტეტს სამი ფაკულტეტი ჰქონდა ქართული, აფხაზური და რუსული. ამ ტრაგიკული დაპირისპირების შემდეგ კი აფხაზეთის უნივერსიტეტს გამოეყო ქართული ნაწილი. 1989 წლის 14 მაისს კი სოხუმის უნივერსიტეტის სწორედ ქართული ნაწილის ბაზაზე ჩამოყალიბდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, რომელმაც 1993 წლიდან ქ. თბილისში დაიდო ბინა. ალბათ ძნელი წარმისადგენი არ უნდა იყოს საგანმანათლებლო ცენტრის ასეთი არაბუნებრივი გახლეჩვა და შემდეგ ახალი ცხოვრების გაგრძელება რამდენად რთული ამოცანა იყო პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის. ეს მათთვის და ყოველი ჩვენგანისთვის დიდი ფიზიკური და მორალური დარტყმა იყო. მაგრამ ისტორიას თავისი გზა და კანონები აქვს. ცხოვრება გაგრძელდა და ჩვენმა უნივერსიტეტმაც ახალი ფურცლები ჩაწერა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ცხოვრებაში. ისტორიულმა მეხსირებამ კი შემოგვინახა ჩვენი წარსულის ტრაგიკული ფურცლები, რომელიც ძალიან კარგად აღნუსხავს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების უპატიებელ შეცდომებს. მისია, რომელიც იტვირთა ჩვენმა უნივერსიტეტმა შესრულებულია, გამოცდა, რომელიც მან ჩააბარა, საამაყოცაა და გასაოცარიც. გაჭირვების, შიმშილის, უსახსრობის, დევნილობის, უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჩვენმა პედაგოგებმა და სტუდენტობამ სულის სიმრთელე, სიმტკიცე და არნახული ძალა გამოავლინეს. ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების შეუდრეკელმა ბუნებამ, გამოცდილებამ, ტრადიციებმა, ცოდნამ და კვალიფიკაციამ თავისი გაიტანა და დღეს ჩვენი უნივერსიტეტი, თამამად შემიძლია განვაცხადო, საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. მათ მიერ აღზრდილი ახალგაზრდობა სოხუმის უნივერსიტეტის საუკეთესო ტრადიციებს, ცოდნას და გამოცდილებას ახლა მომავალ თაობებს უზიარებს. სად არ ნახავთ მათ. ჩვენი კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ საზღვარგარეთის სხვადასხვა სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულებებში. მუშაობენ და საკუთარ ცოდნას იმდიდრებენ. სწორედ ეს არის ის ფუნდამენტი, ცოდნის, მეცნიერების, განათლების ის პოტენციალი, რომელმაც ზღვარი უნდა დაუდოს ქართულ-აფხაზურ გაუცხოებას, ჩვენი ისტორიული ურთიერთობების გადაგვარებას. თქვენ მიერ აღზრდილი ახალგაზრდობა შეიძლება იქცეს იმ ხიდის გაგრძელებად, რომელზეც აფხაზები და ქართველები ერთად გაივლიან. ივლიან განათლებისა და მეცნიერების გზაზე ერთიანი საქართველოს სიკეთისთვის. მისი საუკეთესო მომავლისთვის. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ქართველი და აფახზი ახალგაზრდობა უფრო მეტ საერთოს გამონახავს ერთობლივი ურთიერთობებისთვის, შერიგებისთვის, ერთმანეთის პატიებისთვის, ვიდრე დღეს ჩვენ ეს აქამდე შევძელით. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვინც აქამდე იღვწოდა და იღვწის ჩვენი უნივერსიტეტის აყვავებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რექტორს ფელიქს ტყებუჩავას, ოთარ ჟორდანიას, რომელმაც უნივერსიტეტს ახალი სისხლი გადუსხა, ახალი იდეებით შეამკო. მადლობა მინდა გადავიხადო დღევანდელ რექტორს ბატონ ჯონი აფაქიძეს იმ ღვაწლისთვის, რომელიც მას მიუძღვის ჩვენი საამაყო უნივერსიტეტის ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის იმ სასწავლო-სამეცნიერო, საგანმანათლებო ცენტრებს შორის, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს. სამწუხაროდ დღეს სოხუმი და თბილისი სხავადასხვაგვარად აფასენენ და აღიქვამენ ჩვენი უნივერსიტეტის არსებობას, ბედულუღმართობის შედეგად გახლეჩილი საგანმანათლებლო ცენტრის მომავალს. მაგრამ იმედი მაქვს, დადგება ისეთი დროც, როცა ერთად ვიზეიმებთ ღირსშესანიშნავ დღეებს, რომლებიც წარსულთან და მომავალთან ქართველებს და აფხაზებს კვლავ დაგვაკავშირებს“; — განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია გამართა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო უნივერსიტსტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ.

სამეცნიერო კონფერენციაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა ფარცვანიამ აფხაზეთის ოკუპაციის სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტებზე ისაუბრა.

ღინისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.