უახლესი ამბები

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შვეიცარიაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს

31 03 2015 | ავტორი: admin
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შვეიცარიაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს
გარესამყარო
0

შვეიცარიაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საერთაშორისო ექვსეულსა  და ირანს გადაწყვეტულების მისაღებად რამდენიმე საათი რჩებათ. როგორც ცნობილია. მიმდინარეობს შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანს , ევროკავშირის კომისარსა და ირანის წარმომადგენელს შორის.

გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარია დატოვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა , რომელმაც მოსკოვში დაგეგმილ ერთ-ერთ შეხვედრაში უნდა მიიღოს მონაწილეობა , თუმცა ის ლოზანაში დღის ბოლომდე დაბრუნდება .

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, მხარეები  მნიშვნელოვან პუნქტებზე  უკვე შეთანხმდნენ. . საერთაშორისო ექვსეულის წარმომადგენლებს სურთ დარწმუნდნენ, რომ ირანი არ დაიწყებს ბირთვულ იარაღზე მუშაობას დამოუკიდებლად და ატომურ პროგრამაზე მუშაობას თანდათანობით შეამცირებს.

საპასუხოდ, ირანს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები შეუმცირდება.ამას ისრაელი ეწინააღმდეგება . იერუსალიმში მიიჩნევენ, რომ სანამ ირანის აგრესიული პოლიტიკა არ შეიცვლება, მის წინააღმდეგ სანქციების „შერბილება“ დაუშვებელია.