უახლესი ამბები

ომბუდსმენი: ბავშვთა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებშია

01 04 2015 | ავტორი: admin
ომბუდსმენი: ბავშვთა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებშია
საზოგადოება
0

საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველი 2014 წლის ანგარიშში ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მეტი ყურადრებისაკენ მოუწოდებს.

„განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე და არასრულწლოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება. ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება, ბავშვთა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებში ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. პრობლემას წარმოადგენს განათლების დაბალი ხარისხი, პედაგოგთა არასაკმარისი კვალიფიკაცია, ინკლუზიური განათლების არასათანადო დანერგვა და ფიზიკური გარემოს უხარისხო ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში არსებობს აღსაზრდელთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, განათლების უფლების სათანადოდ განხორციელების და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის პრობლემები. კვლავ აქტუალურია არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევების საკითხი სრულწლოვანი პატიმრებისგან“, – ნათქვამია ანგარიშში.