ირანი იმედოვნებს, რომ მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები სანქციების მოხსნით დასრულდება. აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად, ნავთობის ახალი ფასები თავიდან 54 $-მდე დაეცა, შემდეგ კი აიწია 55,5 დოლარამდე. სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ დისკუსია ჩიხში შევიდა.
რა სურს ირანს?
თანამედროვე ირანი მუდამ ინარჩუნებდა შიიტური მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს როლს, რომელიც აშშ-ის მხარდამჭრების, ასევე სუნიტური საუდის არაბეთისა და ისრაელის გადამწონი ძალა იქნებოდა.
ირანის გავლენა იგრძნობა სირიაში, ერაყსა და იემენში, რაც ბოლო წლებში უფრო ძლიერდებოდა, თუმცა საბოლოოდ, ახლოაღმოსავლური ზესახელმწიფოდ გახდომამდე ირანს ეკონომიკური სიძლიერე აკლია. ზუსტად ამაზე ამახვილებდა ყურადღებას პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, როდესაც ირანული ნავთობის დაბალ ბრუნვაზე საუბრობდა. ირანისადმი დაწესებული სანქციები ქვეყნის ეკონომიკის გაჩერების ძირითადი მიზეზია. სანქციების ბოლო ტალღამ 2011 წელს ნავთობის ექსპორტი 2,5 მილიონი ბარელიდან 1,2 მილიონ ბარლემადე შეამცირა.
რა უნდათ ირანისგან?
აშშ-სა და ევროკავშირს არ სურს ირანს გაუჩნდეს ატომური იარაღის მიღების პოტენციური შანსიც კი. აღსანიშნავია, რომ სანქციები უფრო ადრე გამოჩნდა, ვიდრე ურაინს გამდიდრების პროგრამის განვითარება და მხარეებს საკმარისი მიზეზები გაუჩნდათ უნდობლობისთვის.
საერთო ჯამში, ირანი და „ექვსეულის“ ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ საბოლოო კონსენსუსამდე, საუბარი უნდა შეეხოს ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნის მცდელობების შეწყვეტას და ამის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას. ამ დროს კი ვაშინგტონი არ ენდობა თეირანს და სანქციების ეტაპობრივი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის, რადგან ირანი ერთხელ უკვე დაიჭირეს ტყუილში.
თავის მხრივ, სანქციების სრულ მოხსნას ირანი გაეროს დონეზე ითხოვს, რათა დარწმუნდეს, რომ აშშ-სა და ევროპის მხრიდან რომ მოვლენები სადამ ჰუსეინის დროინდელი ერაყის სცენართ არ განვითარდეს, რომელსაც მასობრივი განადგურების იარაღზე აურის თქმამაც არ უშველა.
მოლაპარაკებებს ასევე ართულებენ გავლენიანი ირანელი და ამერიკელი კონგრესმენები, რომელთაც არ სურთ მოწინააღმდეგის მიმართ დათმობებზე წასვლა. ამერიკელი რესპუბლიკელები კონგრესში ცდილობენ ირანის მიმართ სანქციები კიდევ უფრო გააფართოვონ, რაც ობამას მოქმედებების საწინააღმდეგოა.
რა შუაშია რუსეთი?
რუსეთია ქტიურად მონაწილეობდა სირიის სამოქალაქო ომის მოლაპარაკებებში, სადაც ბაშარ ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის გამოუყენებლობაში დაარწმუნა, აშშ-ს კი ავიადარტყმებზე უარი ათქმევინა.
მოსკოვს არ სურს ვაშნგტონს რეგიონში მთავარი მოთამაშის როლი დაუთმოს.
ამ შემთხვევაში საუბარია შვიდობისმყოფელის როლზე. ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ თეირანთან დამეგობრების სურვილის დემონსტრაცია მოახდინა. ობამა შეუთანხმდა ირანს სანქციების შემსუბუქებაზე, ასევე ნება დართო ირანის სპეცსამსახურებს შეუფერხებლად მიიღონ მონაწილეობა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში. „არაბული გაზაფხულის“ მოვლენებისას, მოსკოვმა რეგიონში მნიშვნელოვანი მოკავშირეები დაკარგა და ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობა იმ ქვეყნის ლიდერებთან, რომლებიც ლოიალურად უდგებიან რუსეთს ან აშშ-ს მტრად აღიქვამენ.
რუსეთი სამხედრო-ტექნიკურ და ატომური ენერგიის დიდი კონტრაქტებითაა დაინტერესებული.
რუსეთი კონტრაქტებს იმ შემთხვევაშ მიიღებს, თუ ირანი ბოლომდე იტყვის უარს ატომურ ბომბზე. „როსატომმა“ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც იორდანიასა და ეგვიპტეში ატომური რეაქტორების მშენებლობას გულისხმობს. ამასთან რუსებს ნაკლებად სურთ თეირანის ატომური იარაღი, რადგან ეს უფრო გაამწვავებს რეგიონში არსებულ მდგომარეობას.
ნავთობის ფასი
რუსეთში ესმით, რომ თუ ირანის მიმართ სანქციები შეჩერდება, ავტომატურად გაიზრდება ირანის ნავთობის გასვლის მოცულობა მსოფლიო ბაზარზე, ამასთან, ირანის გაზსაც შეეძლება კონკურენცია გაუწიოს რუსეთს ევროპულ ბაზარზე.
tvrain.ru-ს მასალების მიხედვით
ირაკლი თორია