ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის გვიან ღამით სატელეფონო საუბარი შედგა.
ისრაელი ირანთან ე.წ. ექვსეულის მიერ მიღწეული შეთანხმებით უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ ის ისრაელისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბარაკ ობამამ პრემიერთან ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების დეტალები განიხილა. პრეზიდენტის მტკიცებით, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე თეირანს ბირთვული იარაღის წარმოების საშუალება აღარ ექნება.
ირანმა ასევე გაზარდა მონიტორინგის კომისიისთვის კონტროლის საშუალებაც.