უახლესი ამბები

ლიტვის სეიმმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

15 05 2014 | ავტორი: admin
ლიტვის სეიმმა  საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
გარესამყარო
0

ლიტვის სეიმმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. აღნიშნულ დოკუმენტს მხარი სეიმის 91 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. სეიმი ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებს და ევროპარლამენტს მოუწოდებს, საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის მზადება დაიწყონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილ დავით ზალკალიანი რეზოლუციის მიღებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ლიტვამ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ ისევე როგორც ლიტვა, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიც მსგავს რეზოლუციებს მიიღებენ.