უახლესი ამბები

ანდერს ფოგ რასმუსენი: „საქართველოს პროგრესი უნდა აისახოს სათანადოდ, მაგრამ როგორ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“

15 05 2014 | ავტორი: admin
ანდერს ფოგ რასმუსენი: „საქართველოს პროგრესი უნდა აისახოს სათანადოდ, მაგრამ როგორ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“
გარესამყარო
0

„საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს რეფორმების გატარებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით, ეს პროგრესი უნდა აისახოს სათანადოდ , მაგრამ როგორ – ამაზე საუბარი ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია“. – ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრატისლავაში, საერთაშორისო უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე რუსი ექსპერტის კითხვას, მიიღებს თუ არა საქართველო უელსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ან ალიანსში მიპატიჟებას.

„უელსის სამიტზე ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ აისახება ეს პოზიცია სამიტზე. ჩემი აზრით, საქართველომ მიაღწია შესანიშნავ პროგრესს რეფორმების გატარებით, სამაგალითო არჩევნების ჩატარებით, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში წვლილის შეტანით. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით. საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა აისახოს სათანადოდ სამიტზე, მაგრამ როგორ – ამაზე საუბარი ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.