პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია დასრულდა, თუმცა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ადგილზე რჩებიან პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ამოღებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულება, მათ შორის წულუკიძის ქუჩაზე ავტომანქანა აღმოაჩინეს, რომელსაც საქარე მინაზე ტყვიის კვალი ეტყობა.