უახლესი ამბები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მხარს უჭერს

07 04 2015 | ავტორი: admin
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მხარს უჭერს
კანონპროექტი
0

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით  მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. მათი განცხადებით კოდექსის დამტკიცების შემდეგ არასრულწლოვანთა უფლებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.

საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალ კოდექსზე რომლის მიხედვით, არასრულწლოვანთა საქმეებს სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ.

კანონპროექტი მიზნად ისახავს მოზარდების რესოციალიზაციასა და დანაშაულის შესაძლო განმეორების თავიდან აცილებას.

კოდექსის მიხედვით, მოზარდისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი პატიმრობა იქნება. დანაშაულის მოხდის შემდეგ კი მას ნასამართლეობა სრულად მოეხსნება.

არასრულწლოვანს სპეციალური სამაჯურით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ნაცვლად, სასჯელის შინაპატიმრობაში მოხდა მოუწევს.