უახლესი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

15 05 2014 | ავტორი: admin
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველო და გარესამყარო
0

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის ხელისუფლებას და საქართველოში თურქეთის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს მიუსამძიმრა.

პრემიერმა დღესვე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. 

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის სახელით თანაუგრძნობს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, თურქ ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და მათ ამ დიდი განსაცდელის დროს გამძლეობას უსურვებს.