დასავლეთი რუსეთთან ინფორმაციულ „ომს“ აგებს. ამის შესახებ The Times-ი წერს და სვამს კითხვას, რატომ არ უნდა გაუწიონ დასავლეთის ქვეყნებმა რუსულ პროპაგანდას წინააღმდეგობა?
სტატიაში საუაბრია ტელეარხ Russia Today-ზე, რომელიც ცდილობს მილაირდობით ნეიტრალური მაყურებელი დაარწმუნოს იმაში, რომ მხოლოდ ის გადმოსცემს სიმრთლეს. სტატიაშ ასევე საუბარი ეხება „რუსეთის ტროლების არმიას“ სოციალურ ქსელებში, რომელთაც კრემლის პოლიტიკის გამამართლებელ კომენტარების დაწერაში ფულს უხდიან.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები რათა Radio Free Europe-დან დაწყებული, BBC World Servic-ით დამთავრებული, ყველა რადიოსა და ტელევიზიას გაეზარდოს დაფინანსება, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ პროპაგანდას. თუმცა, ასეთი რეაქცია ძალიან ჰგავს „ცივი ომის“ პერიოდის აზროვნებას, ხაზგასმით აღნიშნავს გამომცემლობა. დიახ, ნდობის ღირსი ტელევიზიები მიაღწევენ გამარჯვებას, მაგრამ ჯერ სხვა არგუმენტები არსებობს, წერს ავტორი და აცხადებს, რომ აუცილებელია მსოფლიოს ახალგაზრდობა დარწმუნდეს იმაში, რომ „ქვეყნების დაპყრობა“, „საზღვრების დარღვევა“ – „წარმატებული ისტორიიის“ ნაწილი არ არის.
რუსეთის შემთხვევაში, დასავლეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ აქტივისტებთან. ასევე უნდა გამოქვეყნდეს რუსეთსა და უკრაინას შორის ელიტების ფინანსური კავშირები – წერს ავტორი და მიდის იმ აზრამდე, რომ ეს „ომი“არის არა ტერიტორიების გამო, არამედ ეს ღირებულებებისა და მენტალური ცვლილებების „ომია“.
Gazeta.ru-ს მასალების მიხედვით
ირაკლი თორია