უახლესი ამბები

ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ – სასამართლომ ცარნაევი დამნაშავედ ცნო

09 04 2015 | ავტორი: admin
ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ – სასამართლომ ცარნაევი დამნაშავედ ცნო
გარესამყარო
0

ბოსტონის მარათონის დროს განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი ამერიკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მას 30 მუხლით ედება ბრალი. 21 წლის წარმოშობით ჩეჩენი, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ.

შეგახსენებთ, 2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და 260 დაშავდა. გამოძიების ცნობით, ტერაქტი ჩეჩენმა ძმებმა ჯოხარ და ტამერლან ცარნაევებმა განახორციელეს. უფროსი ძმა ტამერლანი ტერაქტის დღეს დაიღუპა, ჯოხარ ცარნაევი კი კი გაიქცა. ის მოგვიანებით სამართლადამცველებმა დააკავეს.

ცარნაევი აცხადებს, მას არ სურდა ტერაქტის განხორციელება და ამ საქციელის ჩადენისკენ მას უფროსმა ძმამ უბიძგა. მასაჩუსეტსის სასამართლო უახლოეს მომავალში გადაწყვეტს, თუ რა სასჯელი მიუსაჯოს ბრალდებულს.