უახლესი ამბები

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია

10 04 2015 | ავტორი: admin
პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია
კრიმინალი
0

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დააკავა. მედიის ინფორმაციით, 2 პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ბორჯომში დააკავეს. ის ქალაქის ერთ-ერთ უბანში, არდაგანში მიტოვებულ სახლში იმალებოდა.

მთელი ღამე ბორჯომში სპეცოპერაცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ეს ინფორმაცია ნახევარი საათის წინ გახდა ცნობილი.

შალვა აბულაძის დაკავება დაადასტურა  ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელიც ბრალდებულ  აბულაძის მეგობრის მამედოვის ინტერესებს იცავს.