უახლესი ამბები

თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპს აკრიტიკებს

15 04 2015 | ავტორი: admin
თურქეთის პრეზიდენტი რომის პაპს აკრიტიკებს
გარესამყარო
0

რეჯეფ თაიფ ერდოღანი რომის პაპს აკრიტიკებს. პრეზიდენტი პონტიფიკოსს მოუწოდებს, აღარ დაუშვას შეცდომა და ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს სომხების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღარ მოიხსენიოს.

ოფიციალური ანკარა მილიონ-ნახევარი სომეხი მოსახლეობის დახოცვას სამოქალაქო ომის შედეგს მიაწერს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რომის პაპმა ტრაგიკულ მოვლენას XX საუკუნის გენოციდი უწოდა.

სომხების გენოციდი მსოფლიოს 19-მა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა და კანადამ აღიარეს.