ბარაკ ობამამ კუბა ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ახლა ეს ცვლილებები კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.
კუბის სიიდან ამოღების თაობაზე პრეზიდენტს წინადადებით სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმართა.
ამ დროისთვის შეერთებული შტატების სიაში ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნებს შორის ირანი, სირია და სუდანი სახელდება.