უახლესი ამბები

რაულ ხაჯიმბა: ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთთან საზღვრების გახსნის

18 04 2015 | ავტორი: admin
რაულ ხაჯიმბა: ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთთან საზღვრების გახსნის
კონფლიქტები
0

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთთან საზღვრების გახსნის –ამის შესახებ არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა მოსკოვის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან სოხუმში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა ადგილობრივთა იმ ნაწილის პროტესტს უპასუხა, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების გახსნას ეწინააღმდეგებიან.

რაულ ხაჯიმბას მტკიცებით, იმ მჭიდრო ურთიერთობების ფონზე, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს, საზღვრის გახსნა აუცილებელია და ეს ნაბიჯი დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობას საფრთხეს არ შეუქმნის.

რუსეთთან თავისუფალი სასაზღვრო   მიმოსვლის საკითხს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. მთავრობა, უკვე წელიწადზე მეტია აქტიურად განიხილავს, თუმცა ამ იდეას  მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.