აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ძალაში უნდა დატოვოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მანამ, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმების მიერ ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს
ამის შესახებ ბარაკ ობამამ იტალიის პრემიერმინისტრთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკავშირმა ძალაში უნდა დატოვოს ანტირუსული სანქციები მანამდე, ვიდრე არ დავინახავთ მინსკის შეთანხმების სრულ შესრულებას,” – განაცხადა ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის მომავალ სამიტზე რუსეთს გააგებინებენ, რომ, ვიდრე მინსკის შეთანხმების ძირითადი პირობები არ შესრულდება, სანქციები არ შესუსტდება.