უახლესი ამბები

რუსული პრესა: რუსეთი 41 ქვეყანას საბანკო სანქციებს უწესებს

20 04 2015 | ავტორი: admin
რუსული პრესა: რუსეთი 41 ქვეყანას საბანკო სანქციებს უწესებს
გარესამყარო
0

რუსულმა ბანკებმა რუსეთის საფინანსო უწყებას კლიენტთა ყველა ოპერაციის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, თუ კლიენტი წინასწარ შედგენილი 41 ქვეყნიდან რომელიმეს რეზიდენტია. ქვეყნების ჩამონათვალში შედიან: აშშ, კანადა, ევროკავშირი, ავსტრალია, ნორეგია, ირანი, სირია, სუდანი, არგენტინა, მექსიკა, შვეიცარია და ა. შ.

ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ რუსეთის საფინანსო მონიტორინგის ფედერალური სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ბანკებმა აღნიშნულ ქვეყნებთან გატარებული ოპერაციები უნდა შეაფასონ, როგორც „საეჭვო“, – წერს გამოცემა.
თუ ბანკი დაარღვევს ამ მოთხოვნას, მისი მოქმედება აღქმული იქნება როგორც კანონდარღვევა; კანონის მიხედვით კი ეს შეფასდება როგორც „უკანონოდ, ტერორიზმის დაფინანსებით მიღებული შემოსავლების დაფარვა“. კანონდამრღვევ ბანკს ლიცენზია შეუწყდება.
აღნიშნული კანონი დაუწესდათ ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციები დააწესეს, ასევე იმ ქვეყნებს სადაც კორუფცია და ფულის გათეთრების საშუალო პროცენტულობა მაღალია.
გამოცემის წყაროების ცნობისგან განსხვავებით, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ უკანონო ფინანსური გადარიცხვების მიმართ ბრძოლა 10 წელია მიმდინარეობს და ეს არ უკავშირდება ამჟამად განვითარებულ მოვლენებს.

 

tass.ru-ს მასალების მიხედვით

ირაკლი თორია