უახლესი ამბები

„ისლამური სახელმწიფო“ „თალიბანს“ ომს უცხადებს

20 04 2015 | ავტორი: admin
„ისლამური სახელმწიფო“ „თალიბანს“  ომს უცხადებს
გარესამყარო
0

ავღანეთის თავდაცვის სტრუქტურამ მოიპოვა დოკუმენტი, რომლშიც აღნიშნულია, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა – „ისლამურმა სახელმწიფომ“ და „თალიბანმა“ ერთმანეთს ომი გამოუცხადეს.

ავღანეთის პოლიციის უფროსის განცხადებით, ექსტრემისტებმა ჯიჰადი (წმინდა ომი) გამოაცხადეს. ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ შესვლა კი დაძაბულობის გამწვავებას ისახავს მიზნად, რათა ხელი შეუშალოს თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის მშვიდობიან მოლაპარაკებებს.

tass.ru-ს მასალების მიხედვით