უახლესი ამბები

გენერალი ჰოჯესი: ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის რეალურია

21 04 2015 | ავტორი: admin
გენერალი ჰოჯესი: ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის რეალურია
გარესამყარო
0

აშშ-ის  ჯარების მეთაურმა ევროპაში, ბენ ჰოჯესმა ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდა გაერთიანდნენ რუსული საფრთხის წინააღმდეგ.  The Telegraph-თან ინტერვიუში მან მიუთითა, რომ ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის რეალურია.

„ეს არ არის შეთავაზება. რუსეთის მხრიდან საფრთხე არსებობს“ – აღნშნა ჰოჯესმა და მაგალითად მოიყვანა რუსი მაღალჩინოსნის  განცხადება, სადაც ის აცხადებს, რომ დანია შეიძლება ატომური დარტყმის სამიზნედ იქცეს, თუ ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას დაიწყებს.

„მზად უნდა ვიყოთ, რათა ვუზრუნვეყლოთ ეფექტიანი დიპლომატიური გადაწყვეტილება. ამის გარანტია კი ნატო-ს ქვეყნების ერთიანობაა“- დასძინა ჰოჯესმა.

რუსეთი ვერ გარისკავს თავს დაესხას ნატო-ს რომელიმე ქვეყანას, მაგრამ არსებობს იმის შესაძლებლობაც,  რომ რუსეთი ნატო-ს საზღვრებზე სხვა საშუალებებით განახორციელებს თავისი გეგმების შესრულებას.

„რუსეთს არ სურს რომ ტემპერატურამ 100 გრადუსს მიაღწიოს. მათ სურთ 90 გრადუსზე შეინარჩუნონ.  დღეისათვის ადგილი აქვს ინფორმაციულ, ეკონომიკურ წნეხს, საზღვრების დარღვევას. ეს კი ზეწოლის შენარჩუნების სხვა ხერხია.  იმ ქვეყნების უმეტესობა, რომლებზეც რუსეთს ეკონომიკური ზეგავლენა აქვს, რუსეთის ხელში არაღად იქცევა.“ – განმარტავს ჰოჯესი.

გენერალი მიიჩნევს, რომ დასავლეთი არ რეაგირებს რუსეთის ინფორმაციულ ომზე.

„დღეს რუსეთი დიპლომატიურ და ინფორმაციულ ომს აწარმოებს ჯარებისა და რაკეტების სანაცვლოდ. სიმართლე კრემლს არ აინტერესებს.

დამოუკიდებელი მედიის ნაწილი რუსეთიდან წავიდა, უმეტესობა კი ან რუსეთის ხელისუფლების საკუთრებაა, ან მასზე გავლენა აქვს. მათ არ სჭირდებათ კონგრესის ან პარლამენტის მიერ კონტროლზე ნერვიულობა. მიმდინარეობს მუდმივი ინფორმაციული დაბომბვა“ – აღნიშნავს გენერალი.

ცნობილმა დემოკრატმა მწერალმა წინა კვირას, სიკვდილის წინ თქვა, რომ კაცობრიობა მთვარეულივით მიდის წინ.

ჰოჯესი მას არ ეთანხმება – „ვთვლი, რომ ჩვენ მთვარეულებივით რამდენიმე წლის წინაც დავდიოდით, როცა ჩვენ ვთვლიდით, რომ რუსეთს სურს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი გახდეს“ – აღნიშნა ჰოჯესმა.

kavkazcenter.com-ის მიხედვით

ირაკლი თორია