უახლესი ამბები

რაულ ხაჯიმბა: ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება

22 04 2015 | ავტორი: admin
რაულ ხაჯიმბა: ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება
კონფლიქტები
0

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, ანტი ტურუნენს შეხვდა. შევხედრაზე ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგები და ჰუმანიტარულ სფეროში აფხაზეთის გაერო-სთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მუშაობა აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ ეს პრაქტიკული შედეგის მიღწევაში დაეხმარება.

„ქართულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს არსებული რეალობა. უნდა მიხვდეს, რომ პროცესები შეუქცევადია და წარსულში დაბრუნება ვერ მოხდება“- განაცხადა ხაჯიმბამ.

თავის მხრივ, ჟენევის დისკუსიებზე გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენლმა, ანტი ტურუნენმა განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჟენევის დისკუსიებს დიდი მნიშვნელობას ანიჭებს და მოლაპაკებების გაგრძელებას ოპტიმიზმით უყურებს. მისივე თქმით, გაერო მზად არის აფხაზეთის მოსახლეობას ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენაჩურნების საკითხებში დამხარება გაუწიოს.