უახლესი ამბები

თეთრი სახლი და კრემლი პუტინი-ობამას სატელეფონო საუბარის თემებს ასაჯაროებენ

15 04 2014 | ავტორი: admin
თეთრი სახლი და კრემლი პუტინი-ობამას სატელეფონო საუბარის თემებს ასაჯაროებენ
გარესამყარო
0

თეთრი სახლი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში მოქმედმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა იარაღი უნდა ჩააბარონ. მან ასევე მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, გამოიყენს საკუთარი გავლენა ამ შეიარაღებულ პრორუს დაჯგუფებებზე, რათა დაარწმუნოს ისინი, დატოვონ დაკავებული შენობები. პრეზიდენტმა აღნიშნა რუსეთის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია, რაც უკრაინაში მისი ქმედებების შედეგია და ნათელი გახადა, რომ საფასური, რომელსაც რუსეთი უკვე ახლავე იხდის, გაიზრდება, თუ რუსეთი პოზიციას არ შეიცვლის.“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თავის მხრივ, კრემლის განცხადებაშ ნათქვამია, რომ „პრეზიდენტმა პუტინმა მოუწოდა ბარაკ ობამას, არ დაუშვას აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისღვრა და სპეკულაცია უწოდა დონბასში რუსეთის არმიის დივერსიული ჯგუფების შესახებ ინფორმაციას“.