უახლესი ამბები

ევროპარლამენტარები დასავლეთსა და რუსეთს შორის ომზე საუბრობენ

27 04 2015 | ავტორი: admin
ევროპარლამენტარები დასავლეთსა და რუსეთს შორის ომზე საუბრობენ
გარესამყარო
0

ბელგიური გაზეთი L Exspress-ი იუწყება, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ომის საშიროება მკვეთრად იზრდება

„ევროპის სახალხო პარტიის“ ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატების თქმით, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოლოდინი არ ღირს, სანამ პრეზიდენტის პოსტზე პუტინია.

ევროპარლამენტარები, რომლებმაც შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, შეშფოთებულნი არიან, რადგან რუსეთი ბალტიისპირეთზე თავდასხმას აპირებს.
რუმინელი დეპუტატის, კრისტინა დან პრედას თქმით, რუმინელთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პუტინს დნესტრისპირეთის ანექსია აქვს დაგეგმილი და ის არ შეჩერდება, სანამ მიზანს არ მიაღწევს.
„რუსეთი ევროკავშირის მტრად იქცა“ – განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა ტიუნე კელამ.
„ჩვენ ცხადად უნდა გავაგებინოთ, რომ ომისთვის მზად ვართ, რათა დავიცვათ დნესტრისპირეთის ევროპული კურსი“ – განაცხადა Martens Centre-ის ხელმძღვანელმა როლანდ ფროიდენშტაინმა.
ის დარწმუნებულია, რომ პუტინს სურს ევროკავშირისა და ნატო-ს განადგურება და მწუხარებას გამოთქვამს, რადან ევროკავშირი რუსეთთან ომისთვის მზადებას სერიოზულად არ განიხილავს.
ფროიდენშტაინსი თქმით, ევროპელები, რომლებიც რუსეთთან ჰარმონიულ ურთიერთობას ელიან, ცდებებიან, დაძაბულობა შენარუჩნდება, ვიდრე რუსეთის სათავეში პუტინი იქნება.

ევროპარლამენტში პოლონეთის ჯგუფის თავმჯდომარემ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა, რომ პუტინი არ არის რუსეთის სახე, ის იხსენებს ისეთ ოპოზიციონერებს, როგორებიც ივყვნენ და არიან: ბორის ნემცოვი, ანდრეი სახაროვი, ანა პოლიტკოვსკაია.
„რუსეთის საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად საუკეთესო საშუალებაა იმის დემონსტრირება, რომ სხვაგვარი ცხოვრებაც შეიძლება. თუ ჩვენ უკრაინასთან მიმართებაში გავიმარჯვებთ, ადრე თუ გვიან გავიმარჯვებთ რუსეთთან მიამრთებაშიც, ანალოგიურად მოხდება წაგების შემთხვევაშიც.
მოლაპარაკებებისა და დარწმუნების დრო დასრულდა. დადგა დრო, გადავიდეთ ბევრად უფრო მყარ, რეალურ პოლიტიკაზე, ამავე დროს კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, რადგანე ვროკავშირის აღმოსავლეთი ნაწილი სერიოზული საფრთხის ქვეშაა“, – განაცხადა იაცეკმა.

Kavkazcenter.com-ის მასალების მიხედვით

ირაკლი თორია