უახლესი ამბები

რუსეთი და აშშ ერთმანეთს ბირთვული განიარაღების ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ

28 04 2015 | ავტორი: admin
რუსეთი და აშშ ერთმანეთს ბირთვული განიარაღების ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ
გარესამყარო
0

რუსეთი და აშშ ბირთვული განიარაღების ხელშეკრულების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

მხარეებმა ურთიერთბრალდებები გაეროს სხდომაზე გაცვალეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოსკოვი ბუდაპეშტის მემორანდუმის იგნორირებაში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების განადგურების პარაგრაფებს არღვევს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხაილ ულიანოვმა თავის მხრივ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები ორმაგი სტანდარტების გარეშე შედგება, რუსეთი ბირთვული განიარაღების საკითხებზე  მოლაპარაკებების საწარმოებლად მზად არის. 

თუმცა რუსი დიპლომატის განცხადებით, ბირთული შეიარაღების შემდგომი შემცირებებისთვის დაბრკოლებას შეერთებული შტატების პოლიტიკა წარმოადგენს. 

ბარაკ ობამამ რუსეთს  ბირთვული ქობინების რაოდენობის შემცირების წინადადებით მიმართა. სახელმწიფო მდივან ჯონ კერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის წინადადება კვლავ ძალაშია.