უახლესი ამბები

ლუკაშენკო: ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით რუსეთთან ერთად

29 04 2015 | ავტორი: admin
ლუკაშენკო: ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით რუსეთთან ერთად
გარესამყარო
0

ბელარუსი იყო და რჩება რუსეთის მჭიდრო პარტნიორად და არ მიუღია არანაირი ზომები დასავლეთთან დასაახლოებლად. ამის შესახებ 29 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პარლამენტისა და საზოგადოებისადმი გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

„რუს ლიბერალთა შორის, ასევე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორისაც არსებობს აზრი, რომ ბელარუსი გადაიხარა დასავლეთისკენ. ამოიგდეთ ეს აზრი გონებიდან. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით რუსეთთან ერთად.“ – ხაზგასმით აღნშნა ლუკაშენკომ.
გარდა ამისა, მან აღნიშნა: „ნება მოგვეცით გქონდეს საკუთარი პოზიცია და ხედვა. მე რომ ყირიმის შემდეგ გავქცეულიყავი, იქნებოდა მინსკში მოლაპარაკებების მაგიდა? არასოდეს.
ჩვენ თანამედროვე ხელისუფლება ვართ, ჩვენ რუსეთის ძმები ვართ, მაგრამ ჩვენ გვსურს ჩვენს ბინაში ვიცხოვროთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

Tass.ru-ს მასალების მიხედვით