ბაჰრეინის შიიტური კვარტლები ბრძოლის ველს წააგავს. განათებული ცათამბჯენებისგან 20 წუთის სავალზე, განადგურებული სახლები და ფეხქვეშ ცრემლსადენი გაზის ცარიელი კაფსულებია. ყოველ საღამოს ადგილობრივი ახალგაზრდები პოლიციასთან შეტაკებებს აწყობენ. ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ბაჰრეინის მთავრობა (65 % მოსახლეობის შიიტია) საუდის არაბეთის „კოალიცია ნავთობის მაგნატებს“ მიემხრო იმ შიიტების წინააღმდეგ, რომლებმაც იემენი დაიპყრეს. რასთან შეიძლება ამ ყოველივემ მიგვიყვანოს? – საუდის არაბეთის სამეფოს განადგურებამდე ან ნავთობზე ფასის დიდ ზრდამდე.
როგორ ჩაებმება ბრძოლაში ასობით პრინცი?
– ვთვლი, რომ იემენის დაბომბვა დიდი შეცდომაა – განმარტავს ბაჰრეინის სახალხო დამცველი ნუხა ხასან იბრაგიმი – ხალხი განრისხებულია და დაძაბულობამ იმ დონემდე მოიმატა, რომ საწვავით სავსე კასრზე ვისხდეთ და უცებ ვიღაცას სიგარეტის მოწევა მოუნდა. სუნიტები და შიიტები უკვე იბრძვიან ერაყსა და სირიაში, ერთმანეთს მტრობენ ბაჰრეინში, ახლა კი იემენის დრო მოვიდა. მე არ გამოვრიცხავ „დიდი ჩეხვის“ დაწყებას – შეტაკებები წარმოიშვება ავღანეთში, ლიბანში, პაკისტანში, თურქეთსა და აზერბაიჯანში. რა თქმა უნდა, გარჩევაში ჩაერთვება ირანი. თუ იემენში დაღვრილი სისხლი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი არ იქნება, იქნებ მითხრათ, სხვა რა სახელი დაერქვას ამას?
ახლა ბაჰრეინში სოციალური ქსელით რომ გააპროტესტო საუდელი სამხედროების იემენში გაშვება, დაგაპატიმრებენ „მტრებთან ინფორმაციული თანამშრომლობის“ ბრალდებით. მაგრამ სახმელეთო ოპერაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა. რატომ? ერთია შიიტელი აჯანყებულების ჰაერიდან დაბომბვა და სულ სხვაა მათთან მთებში ომი. „ჩვენ, საუდელებს საუკეთესო აირაღს ვაწვდით, ამისგან კი შედეგი ნულია“ – ასეთი რამ მითხრა კერძო საუბრებში კატარში აშშ-ის ერთ-ერთმა ყოფილმა ელჩმა. თანამედროვე თვითმფრინავები ჟანგდებიან, მათ არ ჰყათ მფრნავთა საკმარისი რაოდენობა. იემენზე გამარჯვება რთულია – საკმარისია გავიხსენოთ 1962-1967 წლები, როდესაც საუკეთესო ბრძოლისუნარიანმა ეგვიპტურმა არმიამ შიიტებთან ბრძლაში 26 000 მებრძოლი დაკარგა და იძულებული გახდა ბრძოლა მიეტოვებინა.
საუდელებს ომი არ დაუწყიათ და უკვე ეშინიათ საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმის, რადგან შიდა პრობლემები აქვთ – საუდის არაბეთის მეფე 80 წლისაა, მისი ძმა, ტახტის მემკვიდრე – 70-ის . ორივე ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაიცვალოს და მაშინ ტახტისთვის ასობით პრინცი დაიწყებს ბრძოლას. სწრიცაა, აშშ-მა შემთხვევით არ დაიწყო ახლა ირანთან დათმობები, ვინაიდან საუდის არაბეთის 15 % შიიტია და თითქმის მთელი სამეფოს ნავთობი სწორედ მათ დასახლებებში მოიპოვება. ამ სახელმწიფოს დაშლისთანავე აშშ-ს შეუძლია მხარი დაუჭიროს შიიტთა დამოუკიდებლობას და ამით მაშინვე მიიღებს კონტროლს არაბეთის, ლიბიისა და ერაყის ნავთობზე.
რატომ ერთვება მთელი აღმოსავლეთი?
– მხოლოდ ბაჰრეინში, სამხედრო სამსახურში 5 000 იემენელია – ამბობს დოქტორი სალმან გარიბი. – საუდის არაბეთის ჯარებში კი – 10 000. უცნობია, როგორ რეაგირებას მოახდენენ ისინი, როცა მათ მიწაზე ოპერაცია დაიწყება, რასაც დიდი მსხვერპლი მოყვება. იემენელი ბიჭები 8 წლის ასაკიდან AK-47-ის გამოყენებას სწავლობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ ვერ ვნახავთ ბლიცკრიგს. დიდი შანსია, რომ მთელი აღმოსავლეთი აალდება, როდესაც საქმეში ჩაერთვება ირანი, რომელიც აჯანყებულებს ოფიციალურად მიაწვდის იარაღს. კონფლიქტში აუცილებლად ჩაებმება ნავთობმომპოვებელი ათეულობით ქვეყანა – შედეგად, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 250 დოალრამდე ავა. ეს რელიგიური ომია. თუ დროულად არ შეჩერდა, მოვლენები აპოკალიფსურად განვითარდება „ზღვები სისხლად იქცევა“.
რა შუაშა ამ ყველაფერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი?
– ამ ყველაფერთან ერთად, ბრიტანელი და გერმანელი სამხედროები და წყაროები სპარსეთის ყურიდან ამტკიცებენ, რომ აშშ-მა სპეციალურად უბიძგა საუდის არაბეთს იემენთან ომისკენ, რაც მიზნად ამ სახელმწიფოს გაყოფას ისახავს. საუდელები – აშშ-სთვის სანდონი არ არიან.
თეოკრატიული შუასაუკუნოვანი მონარქია თავის მიმდევრებს უმოწყალოდ მართავს, მაგრამ აშშ-ს ნავთობს წყალზე იფად აწვდის. ეს უდავო პლუსია. თუმცა, როცა ამერიკელები მომდევნო ჯერზეც იჭრებიან აღმოსავლეთში დემოკრატიის საბაბით, მას პასუხობენ: შეხედეთ ვისთან მეგობრობთ, თქვენ უნდა გვასწავლოთ? ვაშინგტონშიც არავის დავწყებია 1973 წელი, როცა საუდელებმა უარი განაცხადეს აშშ-სთვის ნავთობის მიყიდვაზე. საბოლო ჯამში, აშშ-ს სურს საქმე იქონიოს ენერგორესურსების ისეთ წარმოამდგენელთან, რომლის მოქმედების განსაზღვრაც შესაძლებელი იქნება. საუდის არაბეთი ხომ თავისი ღვთივრჩეულობითა და ნავთობის სიმდიდრით ცუდად მართავს პოლიტიკას.
ჯერ კიდევ გასულ წელს, ერაყში ვნახე „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ დახოცილი ასობით შიიტი ადამიანი. ახლა ვხედავ ბრძოლებს ბაჰრეინის ქუჩებში, რაც სამოქალაქო ომის სახეს იღებს. სისხლისმღვრელი ბრძლებია იემენშიც. რა უნდა აღინიშნოს? ჩვენთან სასიამოვნოა აშშ-ის გაკიცხვა, ის თავის მეფეს სვამს ტახტზე. რუსეთს კი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ასეთი პოლიტიკა აქვს: ჩვენ არსად (გარდა უკრაინისა) არ ვემხრობით ოპოზიციას, ვეხმარებით მოქმედ ხელისულებას. სწორია ეს? – არ ვიცი. ნუ დავივიწყებთ, რომ რუსეთის ეკონომიკური კრიზისში საუდელებიც არიან ჩართულნი, რომლებმაც დაწიეს ნავთობზე მსოფლიო ფასები. ყველა ვარიანტში, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთში ახალი ხანძარი ჩნდება და აშშ ენერგორესურსების დაუფლების მცდელობას იწყებს, ხელებდაკრეფილი ჯდომა რუსეთსაც არ აწყობს.
aif.ru-ს მასალების მიხედვით
ირაკლი თორია