უახლესი ამბები

Guardian: რუსეთი ყაზახეთის ჩრდილოეთში კონფლიქტის გაღვივებას გეგმავს

05 05 2015 | ავტორი: admin
Guardian: რუსეთი ყაზახეთის ჩრდილოეთში კონფლიქტის გაღვივებას გეგმავს
გარესამყარო
0

ყაზახეთის ჩრდილოეთით, პეტროვოლოვსკში, სადაც მაცხოვრებელთა უმეტესობა რუსი კოლონისტები არიან, საბჭოთა კავშირის პერიოდს მისტირიან. გასულ წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, სულ უფრო რეალურ სახეს იღებს ჭორები კრემლის მიერ ყაზახეთის ჩრდილოეთის დაპყრობის შესახებ.
ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი, რომელიც ახლახან თავიდან აირჩიეს თანამდებობაზე 5 წლის ვადით, ჯერ კიდევ ახერხებს ეთნიკური უთანხმოებების დალაგებას. მაგრამ ის 74 წლისაა და ჯერ უცნობია თუ ვინ შეცვლის მას. რა მოხდება როცა ის აღარ იქნება?

რუსები ამბობენ, რომ ბედნიერები არიან ყაზახეთში ცხოვრებით. თუმცა, თუ ღრმად ჩავიხედებით, უკმაყოფილება არსებობს და ეს სავსებით ხელსაყრელი გახდებოდა ეთნიკური კონფლიქტის წამოწყების მსურველისთვის. ყაზახეთში ბევრი უკმაყოფილოა იმით, რომ მათ ავალდებულებენ ისწავლონ ყაზახური ენა.
გასულ წელს პუტინმა კითხვაზე – აღელვებს თუ არა მესიჯები ყაზახეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ – პასუხად ნაზარბაევი ორაზროვანი სიტყვით შეაქო, პუტინის თქმით, მან „შექმნა სახელმწიფო ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო არასოდეს ყოფილა“.
ყაზახეთში ეს სიტყვები ავისმომასწავებლად აღიქვეს. პოლიტოლოგ დოსიმ სატლაევის აზრით, „მნიშვნელოვანი იყო თვითონ ამ კითხვის დასმა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ელიტა ამ საკითხზე ფიქრობს და გეგმას ადგენენ“.
პუტინის მინიშნება, რომ ნაზარბაევის შემდეგ შესაძლოა ვითარება შეიცვალოს, ყაზახეთში არ მოსწონთ. მთავრობამ გადაწყვიტა სამაგალითოდ აღნიშნოს ყაზახეთის სახელმწიფოებრივობის აღდღენის 550-ე წლისთავი.

რუსეთის ომმა უკრაინასთან, როდესაც საზღვრის დარღვევის დანაშაული ნაკლებად მნიშვნელოვნად იქცა, ყაზახეთში ბევრი შეაშინა. „ყირიმის სცენარი წლების მანძლზე მზადდებოდა – რუსეთმა გააკეთა ყველაფერი, რათა უკრაინა ბოლომდე თავისუფალ სახელმწიფოდ არ შემდგარიყო და შეექმნა კანონის უზენაესობის დამცველი პოლიცია, ჯარი და სპეცსამსახურები. არმიასა და სპეცსამსახურებს შესაძლოა იგივე მოუნდეს ყაზახეთშიც, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთში“, – აცხადებს ყოფილი დიპლომატი რასულ ჟუმალი.

თუ ნაზარბაევის შემცვლელი უფრო მეტად ეროვნული ლიდერი იქნება, ყაზახი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მან შესაძლოა რუსეთის პროვოცირება მოახდინოს, რომელიც ყაზახეთზე ზეწოლას „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ მეტად შემჭიდროვების პოლიტიკით ახდენს.

KAVKAZCENTER.COM-ის მასალების მიხედვით

ირაკლი თორია