უახლესი ამბები

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა

07 05 2015 | ავტორი: admin
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა
გარესამყარო
0

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მმართველი კოალიციის ფორმირება შეძლო. 11-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ბაით იეგუდის“ პარტიასთან მოლაპარაკება მოახერხა.

ისრაელის მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტს 61 ხმით საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების შესახებ აცნობა.

სამთავრობო კოალიციაში შესვლაზე მოულოდნელი უარი განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის პარტიამ. პარტია „ისრაელი ჩვენი სახლია“ ოპოზიციის რიგებს შეემატა, რომელთაც პარლამენტში 59 დეპუტატი ეყოლებათ.