უახლესი ამბები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავის ჩინელ კოლეგას უმასპინძლა

11 05 2015 | ავტორი: admin
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავის ჩინელ კოლეგას უმასპინძლა
ეკონომიკა
0

ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართველ კოლეგას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო მეჩაიეობის, მეთევზეობისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების გამოცდილების გაზიარებას.

მხარეები ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.