უახლესი ამბები

უკრაინა კანადისგან 25 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს

12 05 2015 | ავტორი: admin
უკრაინა კანადისგან 25 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს
გარესამყარო
0

უკრაინა კანადისგან 25 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა, კერძოდ კი, დონბასში არსებული ვითარების დარეგულირება კანადისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საგარეო პოლიტიკაში.

აპრილში კანადამ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინაში 200-მდე სამხედრო ინსტრუქტორს გაგზავნის, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს სწავლებას ჩაუტარებენ.