უახლესი ამბები

ცარნაევს სიკვდილით დასჯიან

16 05 2015 | ავტორი: admin
ცარნაევს სიკვდილით დასჯიან
გარესამყარო
0

ბოსტონის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა, 2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტის მოწყობის ბრალდებით, ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ინფორმაციას რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ფატიმა ტლისოვა ავრცელებს.

13 მაისს ადგილობრივმა პროკურატურამ სასამართლოს თხოვნით მიმართა, რათა ცარნაევი სიკვდილით დაესაჯათ, რადგან ეს ერთადერთი სამართლიანი სასჯელი იქნებოდა.
ტერაქტი ბოსტონის მარათონის ფინიშთან 2013 წლის 15 აპრილს მოხდა. 12 წამის ინტერვალში ორი აფეთქების ხმა გაისმა, შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი 260-ზე მეტი კი დაშავდა.