უახლესი ამბები

ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდა

16 05 2015 | ავტორი: admin
ვლადიმერ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდა
კონფლიქტები
0

სოჭში რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს შეხვდა. რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა ერთ საათს გაგრძელდა.

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის თემა ე.წ. ხელშეკრულება იყო, რომელიც რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ ხელმძღვანელობასთან გააფორმა.

პუტინმა და ხაჯიმბამ ე.წ. ხელშეკრულების შესრულება და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.