უახლესი ამბები

ბათუმში დღეიდან „ჰილტონი“ ფუნქციონირებს

18 05 2015 | ავტორი: admin
ბათუმში დღეიდან „ჰილტონი“ ფუნქციონირებს
ეკონომიკა
0

კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდი და 130 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია საქართველოში – ბათუმში დღეიდან „ჰილტონი“ ფუნქციონირებს.

მაღალი დონის სასტუმრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ჰილტონის“ გენერალურ მენეჯერთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა.
საქართველოსადმი ნდობის დადასტურება, – ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა ზღვისპირა ქალაქში და ინვესტორებს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბათუმი არის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქი და აქვს ყველა რესურსი იმისა, გახდეს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ბათუმში წელს კიდევ რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება და ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონის განვითარებისთვის. აჭარა მდიდარია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.