უახლესი ამბები

ნინა სუბლატი 2015 წლის ევროფესტივალის ფინალში იმღერებს

20 05 2015 | ავტორი: admin
ნინა სუბლატი 2015 წლის ევროფესტივალის ფინალში იმღერებს
კულტურა
0

ნინა სუბლატმა, 2015 წლის ევროფესტივალის ქართველმა მონაწილემ, 19 მაისს პირველი ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა.

ნინა სუბლატი ევროპელი მსმენელის წინაშე Wiener Stadthalle-ის სცენაზე ბოლო, მე-16 ნომრად წარდგა, საკონკურსო სიმღერით Warrior.

პირველი ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50%/50%) გამოავლინეს.

საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობს.

მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება და ტურს საუკეთესო შემსრულებლები გადალახავენ.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა და „დიდი ხუთეულის“ (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები.

ფინალი 23 მაისს შედგება. ფინალურ საღამოზე 2015 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.