უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო გაზეთ „სეგოდნიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისი მსოფლიოს თავს აბეზრებს.
„უკრაინის საკითხი ბეზრდება მსოფიოს. ჩვენ დღის წესრიგში უკვე არც მეორე და აღარც მესამე ვართ – უკრაინას, როგორც შემაწუხებელ მწერს ისე იშორებენ. უკრაინის საკითხზე არ არის ისეთი რეაქცა, როგორიც ადრე იყო“ – აცხადებს იუშჩენკო.
მისი თქმით, მსოფლიოში ვერ იგებენ თუ რა ხდება აღმოსავლეთ ევროპაში და თუ რაოდენ სერიოზული ფინანსური დახმარება სჭირდება უკრაინას. იუშჩენკოს ასევე აღიზიანებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა სანქციებისგან თავს იკავებს. „საწყენია, როცა სანქციების გაძლიერების შესაძლებლობაზე არსად საუბრობენ. როდესაც საბერძნეთს პრემიერი აცხადებს, რომ მისმა ქვეყანამ უნდა აანაზღაუროს კომპენსაცია აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით. როდესაც უნგრეთის პრემიერი აცხადებს ქვეყნის პოზიციას, გულწრფელად ვიტყვი, რომ სირცხვილია“, – განამრტავს ექს-პრეზიდენტი.
www.gazeta.ru-ს მასალების მიხედვით
ირაკლი თორია