უახლესი ამბები

იაპონიას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს

20 05 2015 | ავტორი: admin
იაპონიას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს
გარესამყარო
0

„იაპონია რუსეთთან მშვიდობიან შეთანხმებას ისურვებდა და ელოდება რუსეთის პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტს“, – ეს განცხადება იაპონიის მმართველი პარტიის მაღალჩინოსანმა რუსეთის დუმის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ გვსურს დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება, დავალაგოთ ტერიტორიული პრობლემები და ამისთვის ვისურვებდით ვლადიმერ პუტინის ვიზიტს იაპონიაში“  – განაცხადა კომურამ.

კრემლი ვიზიტზე ჯერ არ საუბრობს. ტოკიო ანტირუსულ სანქციებს შეუერთდა და ურთიერთობის დალაგებისკენ ნაბიჯები ჯერ არ შეიმჩნევა – თვლიან ექსპერტები.

დიპლომატიური თვალსაზრისით, ეს განცხადება შეიძლება აღქმულ იქნას ისე, თითქოს იაპონია გარკვეულ დათმობებზე წასასვლელად მზადაა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აპრილში, „პირდაპირი ხაზის“ მსვლელობისას, განაცხადა, რომ მას იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების დადების სურვილი აქვს,  მაგრამ იაპონიის ინიციატივით დიალოგი „პრაქტიკულად დანგრეულია“.

იაპონია რუსეთისგან 4 კუნძლის გადაცემას მოითხოვს, ეს კუნძულებია: შიკოტანა, ჰაბომაი, იტრუპა და კუნაშირა. ჩამოთვლილი კუნძლები სსრკ-ს შემადგენლობაში 1945 წელს იაპონიაზე გამარჯვების შემდეგ შევიდა.

gazeta.ru-ს მასალების მიხედვით

ირაკლი თორია