უახლესი ამბები

WP: აშშ- რუსეთის მიმართ არასწორი სიგნალების გაშვებას განაგრძობს

25 05 2015 | ავტორი: admin
WP: აშშ- რუსეთის მიმართ არასწორი სიგნალების გაშვებას განაგრძობს
გარესამყარო
0

აშშ- რუსეთის მიმართ არასწორი სიგნალების გაშვებას განაგრძობს,- წერს The Washington Post. როგორც გაზეთი აღნიშნავს, უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვლადიმერ პუნტინთან და სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა უკრაინის, სირიისა და ირანის ატომური საკითხების მოსაგვარებლად ახალი პოლიტიკის დაწყების შეთანხმებას მიაღწიეს.
გამომცემლობა აცხადებს, რომ კერის ვიზიტი ობამას მიერ დადებული კიდევ ერთი „კუში“ იყო კრემლისა და თეთრი სახლისთანამშრომლობის დაწყების მიზნით. რეალურად, რეზულტატები არასაიმედოა, წერს გაზეთი. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ ისევ შეუსრულებელია, ასევე არ შეცვილა რუსეთის პოლიტიკა სირიის ლიდერ ბაშარ ასადის მიმართ.
ობამა იმედოვნებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობით ის მოაგვარებს თავის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პრობლემას – ირანთან ატომურ შეთანხმებას და ამასთან ერთად, შეაჩერებს ურკაინის კრიზისის მომავალ ესკალაციას. თუმცა, მოსკოვის პოლიტიკის შეჩერება შესაძლებელია სხვა ხერხებით, თუნდაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით და გაძლიერებული სანქციებით, – განმარტავს WP.

 

GAZETA.RU-ს მასალების მიხედვით

 

ირაკლი თორია