უახლესი ამბები

ვ. არქანიას „არტ-გალერეაში“ თინათინ მღვდლიაშვილის ნამუშევრების გამოფენა და პოეზიის საღამო გაიმართა

26 05 2015 | ავტორი: admin
ვ. არქანიას „არტ-გალერეაში“ თინათინ მღვდლიაშვილის ნამუშევრების გამოფენა და პოეზიის საღამო გაიმართა
კულტურა
0

25 მაისს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას „არტ-გალერეაში“ თინათინ მღვდლიაშვილის ნამუშევრების გამოფენა და პოეზიის საღამო გაიმართა.

საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, პოეტის მეგობრები, მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები.

თინათინ მღვდლიაშვილი არის პოეტი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ხატთა შემამკობელი. მის ლექსებზე შექმნილია საქვეყნოდ ცნობილი სიმღერები: „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“ „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, „ქართველები შეარიგე, მერაბ“, „მარტოსულო ქალბატონო და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ და რუსულ ენებზე.

თინათინ მღვდლიაშვილის შემკული ხატები დაბრძანებულია საქართველოს ეკლესია-მონასტრებში. ღმრთის სიტყვის ქადაგებისა და ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისათვის ის წმინდა ნინოს ჯვრით არის დაჯილდოვებული. ასევე მინიჭებული აქვს ზვიად გამსახურდიას, „წმინდა ილია მართლის“ და „გალაკტიონის“ პრემიები.